შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუქარები გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს მოსკოვში, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი სნდრიი სინიჰა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პიტერ სიიარტოს მისამართით X-ზე წერს.
„პიტერ, ეს ომი რუსეთმა დაიწყო და არა უკრაინამ და მის დასრულებაზე უარს აცხადებს. უნგრეთს წლების განმავლობაში ეუბნებოდნენ, რომ მოსკოვი არასანდო პარტნიორია. ამის მიუხედავად, უნგრეთმა ყველა ღონე იხმარა რუსეთზე დამოკიდებულების შესანარჩუნებლად. მას შემდეგაც კი, რაც სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. ახლა თქვენ შეგიძლიათ თქვენი საჩივრები და მუქარები გაუგზავნოთ თქვენს მეგობრებს მოსკოვში“, - წერს სიბიჰა.
მანამდე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიირატომ განაცხადა, რომ უკრაინის მიერ ნავთობსადენზე მიტანილი იერიშის შედეგად რუსეთიდან უნგრეთში ნავთობის მიწოდება შეწყვეტილია. ამასთან, სიიარტომ შეახსენა უკრაინას, რომ უნგრეთი უკრაინის ენერგომომარაგებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს..