უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხარკოვში რუსების მიერ საცხოვრებელ კორპუსზე დრონებით თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.
მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის ორი ბავშვია. ამასთან, თავდასხმის შედეგად დაშავდა 20 ადამიანი. დაშავებულებს შორის 6 ბავშვია.
ქალაქის მერის, იგორ ტერეხოვის განცხადებით, 18 აგვისტო ხარკოვში გლოვის დღედ გამოცხადდა.