პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი სანქციები დაუწესა რუსულ, ბელარუსულ და ჩინურ კომპანიებს, რომლებიც დრონების წარმოებაში არიან ჩართული. შესაბამის განაკარგულებას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა ხელი ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
დოკუმენტის თანახმად, სანქციების სიაში შედის 39 ფიზიკური და 55 იურიდიული პირი.
დადგენილება ძალაში შევა გამოქვეყნების დღიდან.
სანქციები დაუწესდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსს და მიმართულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით დრონების მწარმოებლების და მათი მიმწოდებლების წინააღმდეგ. სანქცირებულ კომპანიებს შორის არიან ჩინეთიდან და ბელარუსიდან ელექტრონული პროდუქციის მიმწოდებლები, დრონების შექმნაზე მომუშავე რუსული კომპანიები. ასევე შეზღუდვები შეეხო თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებულ რუსეთის მოქალაქეებს.
უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა და სანქციების პოლიტიკის საკითხებში ვლადისლავ ვლასიუკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი აქტიურად დებს ინვესტიციებს ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებით უპილოტო ტექნოლოგიებში და ეს პროცესი სერიოზულად უნდა იქნას აღქმული.
მან აღნიშნა, რომ დრონებში ხელოვნური ინტელექტი ზრდის ავტონომიას, სიზუსტეს და ელექტრონული ომის მიმართ მდგრადობას, რაც მათ საშუალებას აძლევს ავტომატურად ნავიგაცია მოახდინონ, ამოიცნონ და თვალყური ადევნონ სამიზნეებს ოპერატორის ჩარევის გარეშეც კი.