ჩინეთის ჩრდილოეთ ნაწილში, შიდა მონღოლეთის ავტონომიურ რეგიონში, წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა, ოთხი კი დაკარგულად არის მიჩნეული.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიური უბედურება შაბათს, დაახლოებით 22:00 საათზე, მდინარის ზემო წელში მოხდა.
სტიქიის დროს ტერიტორიაზე 13 ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ადგილზე ბანაკი ჰქონდა გაშლილი.
კვირას, 10:00 საათის მონაცემებით, ერთი ადამიანი გადაარჩინეს. ხელისუფლებამ დაადასტურა რვა ტურისტის დაღუპვა, ხოლო ოთხი ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა.
სამძებრო-სამაშველო ოპერაციები გრძელდება.