უკრაინული მედიის ცნობით, 7 აგვისტოს საღამოდან, რუსებმა უკრაინას „შაჰედის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატითა და სხვადასხვა ტიპის 108 დრონით შეუტიეს. მატ შორის უკრაინის თავდაცვის ძალებმა 82 დრონი გაანეიტრალა, თუმცა დანარჩენმა დრონებმა დატყმები განახორცილეს.
„8:00 საათის მონაცემებით, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით, სამხრეთით, აღმოსავლეთით და ცენტრალუტ ნაწილში ჩამოაგდო/ჩაახშო 82 საჰაერო სამიზნე: 3 რეაქტიული დრონი და 79 მტრის Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და სხვადასხვა ტიპის დრონების იმიტატორი. 26 უპილოტო საფრენი აპარატის დარტყმა დაფიქსირდა 10 ლოკაციაზე, ასევე ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატის (ნამსხვრევების) ჩამოვარდნა 8 ლოკაციაზე,“ - ნათქვამია უკრაინის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ოკუპანტებმა დრონები გაუშვეს რუსეთის ქალაქების - შატალოვოს, კურსკის, ბრიანსკის და პრიმორსკო-ახტარის მიმართულებებიდან, ასევე ჩაუდას კონცხიდან, რომელიც დროებით ოკუპირებულ ყირიმში მდებარეობს.
საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციამ, საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონულმა საბრძოლო დანაყოფებმა, უპილოტო სისტემებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.