პოლონეთის ახალმა პრეზიდენტმა, კაროლ ნავროცკიმ, ფიცი დადო და თანამდებობა ოფიციალურად დაიკავა, ცერემონია პოლონეთის სეიმში გაიმართა.
ნავროცკის მხარდამჭერები პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და მისი მხარდასაჭერად ლოზუნგებს სკანდირებდნენ.
პოლონეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე კაროლ ნავროცკიმ ანჯეი დუდა შეცვალა, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2015 წლიდან იკავებდა.
შეგახსენებთ, „ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის“ დირექტორმა, კონსერვატორმა კაროლ ნავროცკიმ ივნისში გამართულ პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მმართველი „სამოქალაქო პლატფორმის“ კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტრჟასკოვსკი დაამარცხა.
ნავროცკიმ არჩევნებში ამომრჩევლების ხმების 50.89%-ი მიიღო, ხოლო ტრჟასკოვსკიმ ხმების 49.11%.