Bloomberg წყაროებზე დაყრნობით წერს, რომ რუსეთი განიხილავს უკრაინასთან ნაწილობრივი საჰაერო ზავის შესაძლებლობას, როგორც „ტრამპისთვის დათმობაზე წასვლას“, თუმცა კვლავ არ თანხმდება ცეცხლის სრულ შეწყვეტას.
Bloomberg -ისცნობით, რუსეთის ხელისუფლება ტრამპისთვის სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით პოტენციურ დათმობებს აშშ-ის მეორადი სანქციების საფრთხიდან ყურადღების გადატანის მცდელობად განიხილავს.
„ერთ-ერთი შესაძლო წინადადება შეიძლება იყოს დრონებისა და რაკეტების გამოყენებით საჰაერო დარტყმების შეჩერება დეესკალაციის ჟესტად - იმ პირობით, რომ უკრაინაც ხელს მოაწერს შეთანხმებას“, - წერს სააგენტო ერთ-ერთ წყაროზე დაყრდნობით.
Bloomberg -ის წყაროები მიიჩნევენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, სტივენ უიტკოფის მოსკოვში დაანონსებული ვიზიტი „ტრამპთან შეთანხმების მიღწევის ბოლო შანსს იძლევა, მაშინაც კი, თუ წარმატების შანსები მცირეა“.
მათივე თქმით, ვლადიმირ პუტინის მიზნები უკრაინის წინააღმდეგ ომში არ შეცვლილა და რუსეთი კვლავ არ თანხმდება სრულ ცეცხლის შეწყვეტას.