„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუს-ის მუდმივი სამიზნე, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის განსაკუთრებული გააქტიურება უკავშირდება იმას, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ განსაკუთრებით ბოლო თვეებში, აქვს მზარდი რეიტინგი.
“მინდა გამოვეხმაურო პრეზიდენტი სააკაშვილის გუშინდელ საჯარო წერილს, სადაც პრეზიდენტი სააკაშვილი საუბრობს მის ხელთ არსებულ დადასტურებულ ინფორმაციაზე იმის შესახებ, რომ ივანიშვილის სუსი აპირებს პროვოკაციას “ენმ-ის” წინააღმდეგ. ცხადია, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” როგორც ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი ყველაზე მართალი და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, იყო, არის და იქნება სუსის
მუდმივი სამიზნე. პარტიაში სუსის ხელის ფათურის შესახებ პრეზიდენტი სააკაშვილი ჯერ კიდევ რამდენიმე თბის წინ საუბრობდა. მინდა გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, მე როგორც ამ პარტიის თავმჯდომარე არ დავუშვებ სუსის იმ ფილტრაციას “ენმ”-ში, რომელიც მიზნად ისახავს ივანიშვილის მთავარი მოწინააღმდეგის დისკრედიტაციას და მარგინალიზაციას. დღევანდელი ფორმაციის “ნაციონალურ მოძრაობა” შედგა როგორც პოლიტიკური ძალა, რომელიც წარსულის
სწორი გააზრებით ხდება მხოლოდ და მხოლოდ წინ ხვალინდელი ნათელი ევროპული დღისკენ. ამაში, რა თქმა უნდა, დიდი წვლილი მიუძღვის ჩვენი პარტიის ყველაზე მებრძოლ, მართალ და ღირსეულ ბირთვს და ესენი არიან “ენმ”-ის ახალგაზრდები, ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლითაც ძალიან ვამაყობ.
სუსის განსაკუთრებული გააქტიურება, რა თქმა უნდა, უკავშირდება იმას, რომ ჩვენ გვაქვს მზარდი რეიტინგი, განსაკუთრებით ბოლო თვეში იმ თანმიმდევრული, პრინციპული, უკომპრომისო მოქმედებების გამო, რომელსაც ჩვენ ყოველდღიურად ვახორციელებთ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ივანიშვილის სუსის მანქურთებს ნუ დაავიწყდებათ, რომ “ენმ” არის სწორედ ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ყველაზე მშვიდობიანი გარღვევა მოიტანა სწორედ სახალხო რევოლუციის გზით. ივანიშვილის მანქურთებს კარგად უნდა ესმოდეთ ის სიტყვები, რომლებიც ჩვენ ამოვიკითხეთ პრეზიდენტი სააკაშვილის წერილშიც - “ჩვენი ამოცანაა მაქსიმალურად დიდი საპროტესტო ფრონტის შექმნა და შეტევითი, ოღონდ მშვიდობიანი მოქმედებით ხელისუფლების შეცვლა. ყველა, ვინც სხვა რამეს ქადაგებს, ან ივანიშვილის მოგზავნილია, ან უბრალოდ პროვოკატორი. დღეს გამარჯვების გზა გადის საერთო სახალხო მშვიდობიან პროტესტზე, სადაც ყველა აქტორი, განსაკუთრებით პოლიტიკური და საზოგადო ლიდერები უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებიან თითოეულ მათ სიტყვას. რევოლუციის თარიღი არ ანონსდება, ფსონი ერთ თარიღზე არ უნდა დაიდოს და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა არის სრულიად გაუმართლებელი. ეს არის ჩემი აზრით უპასუხისმგებლობა, რომელიც ასევე უარყოფითად აღიქმება დასავლეთში და რაც მთავარია აძლიერებს რუსულ ქოცურ პროპაგანდას", - აღნიშნა ბოკუჩავამ.