"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი სასამართლოს მანდატურებმა დააკავეს და ამ დრომდე სასამართლოს შენობაში, ე.წ. დაკავების ოთახში ჰყავთ. ინფორმაციას "ტვ პირველი"ავრცელებს.
მათივე ცნობით, ბიძინაშვილთან სატელეფონი კომენტარი ჩაწერა "პირველებმა". ოპოზიციონერის თქმით, საბა სხვიტარიძის პროცესზე იყო მისული, რა დროსაც მასა და მანდატურს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
"საბა სხვიტარიძის პროცესზე ვიყავი მოსული. რომ მოვედი ყველა დარბაზში იყო, ადგილი არარ იყო. სამი მომწე იყო გამოსაკითხი, ისინი სიხდნენ მარტო. მეთქი, ფანჯრიდან მაინც შევიხედები-თქო, მანდატურმა მითხრა - გადი ბიჭო გარეთო. იმანაც მითხარ, მეც ვუთხარი და ავყევით ერთმანეთს. მერე მითხრა, გამოდი ბიჭო გარეთო. გარეთ რომ გამოვედი, ვთქვი, ამ უსამართლობის დედა.... -თქო. მერე დამაკავეს, აღმოვჩნდი ოთახში, მაგრამ ჯერ არ მეუბნებიან, დაკავებული ვარ თუ არ ვარ, მაგრამ, სავარაუდოდ დაკავებული ვარ. საპატრულო პოლიცია შეავსებს ახლა ოქმს და გადამიყვანენ იზოლატორში", - განაცხადა ბიძინაშვილმა.