გორში, რკინიგზის სადგურის დასახლების ტერიტორიაზე მომხდარი სროლის შედეგად 20 წლის ახალგაზრდა დაჭრეს.
"ტვ პირველის" ცნობით, დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორში, სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.