აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის წარმომადგენელი უკრაინაში, კიტ კელოგი, ამ კვირაში რომში გამგზავრება, რათა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდეს და უკრაინის აღდგენისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწროს. ამის შესახებ ინფორმაციას Kyiv Post ავრცელებს.
კელოგი ამერიკული დელეგაციის წევრი იქნება კონფერენციაზე, რომელსაც იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი 10 და 11 ივლისს უმასპინძლებს.
კონფერენციაზე დასწრებას გეგმავენ ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი და სხვა მსოფლიო ლიდერები.