გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენი, „სილქ როუდ ჯგუფისა“ და „სილქნეტის“ დამფუძნებელი გიორგი რამიშვილი ["ზარალა"] დააკავეს.
როგორც მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბიზნესმენი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.