ზოგიერთს რა მარტივად შეუძლია გაყიდოს საკუთარი ქვეყანა! ეს რაც ახლა პირდაპირ ეთერში ხდება, არა გახარიაზე შეტევა, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატია, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრი დიმიტრი ცქიტიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ცქიტიშვილი ეხმიანება პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომას, სადაც „საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას, რომელიც სხდომას დისტანციურად ჩაერთო. გახარია
„ზოგიერთს რა მარტივად შეუძლია გაყიდოს საკუთარი ქვეყანა!
ეს რაც ახლა პირდაპირ ეთერში ხდება, არა გახარიაზე შეტევა, არამედ საკუთარი ქვეყნის ინტერესების ღალატია.
როგორც არ უნდა არ მოგწონდეს გახარია, მის მიმართ ასეთი ტიპის შეტევა და საკუთარი ქვეყნის საწინააღმდეგოდ ამდენი განცხადების გაკეთება ჩვეულებრივი ღალატია და თან დოკუმენტირებული! უმძიმესი სანახავია“, - წერს ცქიტიშვილი