სასურველია, ომი უკრაინაში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ამჟამინდელი ვადის განმავლობაში დასრულდეს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
კონკრეტულად, მან განაცხადა, რომ დღეს ის ადგილი მოინახულა, სადაც რუსული რაკეტა კიევში საცხოვრებელ მაღალსართულიან შენობას მოხვდა, სადაც 23 ადამიანი დაიღუპა.
„ჩვეულებრივი საცხოვრებელი შენობა. რაკეტამ სარდაფამდე ყველა სართული გაიარა. ამ დარტყმას არანაირი სამხედრო აზრი არ ჰქონდა, მან რუსეთს სამხედრო თვალსაზრისით აბსოლუტურად არაფერი შესძინა. ეს არის განზრახ ტერორი, იგივე, რაც პუტინის ხელმძღვანელობით რუსეთის არმიამ ყველგან გააკეთა: ჩეჩნეთიდან სირიამდე“, - აღნიშნა მან.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის მიმართ გლობალური სოლიდარობის ამჟამინდელი დონე და რუსეთზე გლობალური ზეწოლა საკმარისი არ არის და სანქციები „მნიშვნელოვნად“ უნდა გამკაცრდეს.
„და სასურველია, რომ ომი პრეზიდენტ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დასრულდეს. მე ძალიან ვენდობი მის დახმარებას. მე ნამდვილად ვენდობი შეერთებული შტატების გავლენას. სწორედ ეს შეიძლება დაგვეხმაროს. საჭიროა სანქციები. საჭიროა დიპლომატია. საჭიროა უსაფრთხოება“, - თქვა ზელენსკიმ.