შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე სამხარაძე დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის 13 ივნისს ალექსანდრე სამხარაძეს ადმინისტრაციული სახდელის სახით შეუფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა.
"ალექსანდრე სამხარაძემ თავი აარიდა სასამართლოში გამოცხადებას. შესაბამისად, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის დააკავეს", – ნათქვამია შსს-ს კომენტარში.