სასამართლო პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ ნანუკა ჟორჟოლიანის საქმეზე გადაწყვეტილებას 17 ივნისს გამოაცხადებს.
აირკვა, რომ ერთ-ერთ სტატუსს, რომელიც ჟურნალისტმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა, ე.წ. "სმაილი" დაურთო და სწორედ ეს "სმაილი" მიიჩნია მომჩივანმა შეურაცხყოფად. ჟორჟოლიანმა სტატია გადააზიარა, სადაც საუბარი მარიამ ლაშხის სახლთან გამართულ აქციას ეხებოდა და დაასათაურა "მარიამ ლაშხის სახლი" და დაურთო გაღიმებული სმაილი.
თქვენ ახლა ამბობთ, რომ ეს ნიუსი სამართალდარღევა მაშინ გახდა, როდესაც მას დაემატა სმაილი?, - ჰკითხა ბრალდების მხარეს ჟორჟოლიანის ადვოკატმა.
ნანუკა ჟორჟოლიანმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მას მოლოდინი არ აქვს, რომ მის მიმართ მოსამართლე გამამართლებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ხვალაც და ზეგაც, როგორც კი ნებისმიერი თანამდებობის პირი, ნებისმიერი ადამიანი, თუნდაც ეს წარმოადგენდეს ჩემს მხარეს ან სხვა მხარეს, გიორგი ანწუხელიძის გმირობას დააყენებს ეჭვქვეშ, გავბრაზდები და არ ვიცი რა იქნება ჩემი ბრაზის ემოცია, ამას წინასწარ ვერ გასაზღვრავ, ბრაზი იმიტომაა ბრაზი, რომ იმ წუთას ემოციას გამოთქვამ, აუცილებლად გამოვხატავ იმ ემოციას, რასაც ჩემი ბრაზი მომცემს. აუცილებლად, ნებისმიერი ადამიაი, რომეიც მეტყვის, რომ მასონების ხმები ესმის, მე მას დავცინებ, - თქვა ჟორჟოლიანმა პროცესზე. ",- განაცხადა პროცესის დასრულების შემდეგ, ნანუკა ჟორჟოლიანმა.
ნანუკა ჟორჟოლიანს შს სამინისტრო 173-16 პრიმა მუხლის დარღვევას ედავება, რომელიც პოლიტიკური თანამდებობის პირის შეურაცხყოფას გულისხმობს. კერძოდ, ჟორჟოლიანს დეპუტატების მარიამ ლაშხისა და თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებიან.