თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაურია. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მანდატურები ძალის გამოყენებით ცდილობენ პროცესზე დასწრების მსურველები სასამართლო შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანონ.
პარალელურად საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული 21 წლის მათე დევიძის პროცესი მიმდინარეობს. სასამართლო პროცესს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრება.
ასევ იმართება ჟურნალისტების, პოლიტიკოსებისა და აქტივისტების სასამართლო პროცესები.