სალომე ზურაბიშვილი სინდისის პატიმრის, მათე დევიძის სასამართლო პროცესზე მივიდა - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი უკვე სხდომათა დარბაზშია.
ზურაბიშვილს ადგილზე შეკრებილ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
დღეს 21 წლის მათე დევიძის დასკვნითი პროცესია.
მათე დევიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.