დღეს, 9 ივნისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ორი სასამართლო პროცესი გაიმართა - ადმინისტრაციული საქმის განხილვა (2025 წლის 11 იანვარს ბათუმის პოლიციის დეპარტამენტის დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრა - იერსახის დამახინჯება) და სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა.
შემდეგი სხდომა (სისხლის სამართლის საქმეზე) 23 ივნისს გაიმართება.
დღევანდელ პროცესზე სასამართლომ, საქმეში არსებული მტკიცებულების, კერძოდ ვიდეო მასალების გამოიკვლია.
მოსამართლე ნინო სახელაშვილმა დაცვის მხარის მოწმეს, ჟურნალისტს ჯაბა ანანიძეს მოუსმინა. პროკურატურის მოწმეთა დაკითხვა დასრულებულია.
დაცვის მხარემ დამატებითი მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის შუამდგომლობა დააყენა.
მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ კი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო. მას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.