ხაშურში, 9 წლის ბავშვი სამსახურიდან მისულ მამას გარდაცვლილი დახვდა, დედა უგონო მდგომარეობაში იყო - ამის შესახებ ინფორმაციას "მოზაიკა" ავრცელებს.
ოჯახის ახლობლების თქმით, დედა-შვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა დედა ხაშურის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.