გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით.
მისი თქმით, ევროპა და ამერიკა ძალიან ერთიანები არიან ამ საკითხში.
„ჩვენ მჭიდროდ დავუჭერთ მხარს უკრაინას ცეცხლის შეწყვეტისკენ მიმავალ გზაზე. ევროპა გაზრდის ზეწოლას მოსკოვზე სანქციების მეშვეობით. ჩვენ შევთანხმდით ამაზე აშშ-ის პრეზიდენტისა და პუტინთან საუბრის შემდეგ“, – წერს გერმანიის კანცლერი X-ზე.
დღეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.
საუბრის შემდეგ დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა და რუსეთი დაუყოვნებლივ დაიწყებენ ცეცხლის შეწყვეტისა და ომის დასრულების შესახებ მოლაპარაკებებს.
ვლადიმირ პუტინა კი აღნიშნა, რომ რუსეთი მზადაა, კიევთან ერთად იმუშაოს სამომავლო სამშვიდობო ხელშეკრულების მემორანდუმზე.