დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა კრემლის მეთაური ვლადიმირ პუტინი სამშვიდობო ძალისხმევის საბოტაჟში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მან სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვა. იუწყება The Guardian
რუსეთის პრეზიდენტის თურქეთში მოლაპარაკებებზე ჩასვლაზე უარის კომენტირებისას, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ეს „კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სწორედ პუტინი აჭიანურებს მოვლენებს“.
„უკრაინამ დიდი ხანია, ცხადი გახადა, რომ მათ 30-დღიანი უპირობო ცეცხლის შეწყვეტა ექნებოდათ და ჩვენ დიდი ხანია ვამბობთ, რომ სწორედ პუტინი დგას ამ მშვიდობის გზაზე. უკრაინამ ნათლად თქვა, რომ მომხრეა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის და ჩვენ დიდი ხანია, ვამბობთ, რომ სწორედ პუტინია ის, ვინც დაბრკოლებას ქმნის ამ სამშვიდობო გზაზე, – განაცხადა სტარმერმა.