რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ვოლოდიმირ ზელენსკის „საცოდავი ადამიანი“ უწოდა.
„თავიდან ზელენსკიმ რაღაც განცხადებები გააკეთა, რომ ის პუტინის პირადად ჩასვლას მოითხოვდა. საცოდავი კაცია. ეს ყველასთვის გასაგებია მისი და მათ გარდა, ვინც მას მარიონეტად აქცევს- თქვა ლავროვმა.
ლავროვმა სტამბოლში უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების მიმდინარეობას ინტრიგული უწოდა.
„რა თქმა უნდა, ყველა უკრაინაზე საუბრობს ინტრიგასთან დაკავშირებით, რომელიც ახლა სტამბოლში, სიტყვასიტყვით ამ საათებსა და წუთებში ვითარდება“, – აღნიშნა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, არავინ იძლევა გარანტიას, რომ უკრაინასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეუფერხებლად წარიმართება.
ზელენსკიმ თურქეთის დედაქალაქში მედიასთან განაცხადა რომ რუსეთის დელეგაციის დონე ბუტაფორულს ჰგავს.