საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, დელეგაციასთან ერთად, 18 მაისს ვატიკანში რომის ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის ცერემონიას დაესწრება.
ახალი პაპი კონკლავმა რომის პაპი ფრანცისკეს გარდაცვალების შემდეგ, 8 მაისს აირჩია.
პაპი ფრანცისკე 88 წლის ასაკში 21 აპრილს გარდაიცვალა.
მიხეილ ყაველაშვილი ვატიკანში პაპ ფრანცისკეს დაკრძალვაზეც იმყოფებოდა.