უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრიი სიბიჰამ შეხვედრა გამართა გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
ინფორმაციას უკრაინული მედია საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
15 მაის, დილით სიბიჰა შეხვდა საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინსიტრებს - ჟან-ნოელ ბაროს, იოჰან ვადეფულს და რადოსლავ სიკორსკის.
შეხვედრის დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინსიტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ერთგულება სამშვიდობო ძალისხმევის წინსვლის მიმართ და პარტნიორებს მიაწოდა ინფორმაცია ბრძოლის ველზე და დიპლომატიურ ფრონტზე უახლესი მოვლენების შესახებ.
„ჩვენ შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე, შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე და უკრაინასა და მთელ ევროპაში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისკენ მიმართულ ძალისხმევაზე“, - განაცხადა მან.
სიბიგამ ასევე აღნიშნა მოსკოვზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობა მშვიდობის იძულების მიზნით.
შეგახსენებთ, სიბიჰა ასევე შეხვდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკ რუბიოსა და სენატორ ლინდსი გრემს.