აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 15 მაისს, სტამბოლში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრას არ გამორიცხავს.
„არ ვიცი, ის [ვლადიმერ პუტინი] იქნება თუ არა იქ. ვიცი, სურს, რომ იქ ვიყო და ეს შესაძლებელია. არ ვიცი იქნება თუ არა ის იქ, თუ მეც არ ჩავალ. თუ ჩვენ ომის დასრულებას შევძლებთ, მაშინ ამის შესახებ [თურქეთში ვიზიტი] ვიფიქრებ, მაგრამ ხვალინდელი დღე სრულიად დაკავებული გვაქვს. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ეს ხელს არ შემიშლის გადავარჩინო სიცოცხლეები“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი განიხილავს რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციების შემოღების შესაძლებლობას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი 13 მაისს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ჩავიდა. დონალდ ტრამპი 14 მაისს კატარს ეწვევა და შეხვედრებს 15 მაისს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში დაასრულებს.