იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანთან სატელეფონო საუბრისას იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდება.
ამის შესახებ იტალიის მთავრობის პრესსამსახურში განაცხადეს.
სამშაბათს, 13 მაისს, მელონი ესაუბრათურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს, რომელმაც მანამდე დაუდასტურა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მზადაა უმასპინძლოს პირდაპირ მოლაპარაკებებ უკრაინასა და რუსეთს შორის.
ამის გათვალისწინებით, იტალიისა და თურქეთის ლიდერებმა განიხილეს დიპლომატიური პერსპექტივები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს მხარდაჭერა უკრაინაში სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მიმართ.
მელონის თქმით, ის მოელის, რომ რუსეთი, უკრაინის მსგავსად, დათანხმდება სრულ და უპირობო 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას, როგორც მშვიდობისთვის მზადყოფნის კონკრეტულ ნიშანს.