ბათუმში ძლიერი ქარის შედეგად შენობაზე დამონტაჟებული ხარაჩო ჩამოინგრა და ორ ადამიანს დაეცა.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ადგილზე პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ კლინიკაში გადაიყვანა.
Ajara Times-ის მიერ გავრცელებული ცნობით, დაშავებული მოქალაქეები ცოლ-ქმარი არიან. 
მათივე ცნობით, კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს კი სხვადასხვა ტრამვა აღენიშნება. 
ფოტო: Ajara Times