აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი მიიჩნევს, რომ 30-დღიანი ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი ომის დასრულების პროცესის დასაწყისი იქნება.
„30-დღიანი ყოვლისმომცველი (საჰაერო, სახმელეთო, საზღვაო, ინფრასტრუქტურული) ცეცხლის შეწყვეტა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპაში ყველაზე მასშტაბური და ხანგრძლივი ომის დასრულების პროცესის დასაწყისის იქნება“. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა არაერთხელ თქვა, შეწყვიტეთ მკვლელობები - ახლავე“, - წერს კელოგი Х-ზე.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა, ევროპის ქვეყნები და ამერიკის შეერთებული შტატები შეთანხმდნენ, რომ ორშაბათიდან, 12 მაისიდან, 30-დღიანი სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტა დაიწყოს.