საბჭოთა კოსმოსური ხომალდი Cosmos-482, რომელიც სსრკ-მ 1972 წელს გაუშვა, 10 მაისს ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხომალდი ატმოსფეროს მკვრივ ფენებში მოსკოვის დროით 9:24 საათზე, შუა ანდამანის კუნძულიდან დასავლეთით 560 კილომეტრში შევიდა და ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტას დასავლეთით ოკეანეში ჩავარდა.
„კოსმოსურმა ხომალდმა არსებობა შეწყვიტა, ორბიტა დატოვა და ინდოეთის ოკეანეში ჩავარდა“, - განაცხადეს «როსკოსმოსში“.
მანამდე მედია წერდა, რომ 53 წლის შემდეგ „ Cosmos 482“ დედამიწაზე ბრუნდება და „პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს“, რადგან შესაძლოა მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიაზე დაეცეს.