10 მაისს, დილით კიევში საფრანგეთის, პოლონეთის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის ლიდერები ჩავიდნენ.
რკინიგზის სადგურზე პოლონეთის პრემიერ-მინისტრს დონალდ ტუსკს საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი დახვდნენ.
ტუსკის შემდეგ უკრაინის დედაქალაქში მატარებლით გერმანიის ახალი კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ჩავიდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრიი ერმაკმა განაცხადა, რომ უკრაინის დედაქალაქი სიამოვნებით მიესალმება მსურველთა კოალიციას.
მისი თქმით, მხარეებს ბევრი სამუშაო და განსახილველი თემა აქვთ.
„ჩვენ ეს ომი სამართლიანი მშვიდობით უნდა დავასრულოთ. ჩვენ უნდა ვაიძულოთ მოსკოვი, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას“, - აღნიშნა ერმაკმა.