პოლონეთში, 37 წლის საქართველოს მოქალაქე მკვლელობის მუქარის ბრალდებით დააკავეს.
პოლონური მედიის ინფორმაციით, 37 წლის პირი მისი კომპანიის ყოფილ მენეჯერს, სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ, სიცოცხლის მოსპობითა და "ჩაბეტონებით" ემუქრებოდა.
საქართველოს მოქალაქეს ბრალდება უკვე წარუდგინეს და მას 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.