გერმანიის ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, იოჰან ვადეფული, 9 მაისს უკრაინაში პირველი ვიზიტით ჩავიდა.
ვადეფული ლვოვში ჩავიდა, სადაც 9 მაისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართება.
ჟურნალისტებთან კომენტარში მინისტრმა აღნიშნა, რომ გერმანია კვლავაც იქნება იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც ყველაზე მეტად უჭერენ მხარს უკრაინას და „ამას უახლოეს დღეებში ნათლად აჩვენებს“.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ის უკრაინის ამჟამინდელი საჭიროებების შესახებ დაინტერესდება.
„ჩვენ გავაგრძელებთ იმის კეთებას, რაც აუცილებელია და ამას გავაკეთებთ მანამდე, ვიდრე რუსეთი არ გაიგებს, რომ ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა დასხდნენ და რომ ვალდებულნი არიან პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტას“, - თქვა ვადეფულმა.