8 მაისის საღამოს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით ესაუბრა. ზელენსკის თქმით, მას „კარგი საუბარი“ ჰქონდა.
„ჩვენ მივულოცეთ ჩვენს ხალხებს ევროპაში გამარჯვების დღე - ნაციზმზე გამარჯვება.ჩვენ მივესალმეთ უმაღლესუ რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას - ჭეშმარიტად ისტორიულ დოკუმენტს, რომელიც თანამშრომლობის მრავალ ახალ შესაძლებლობას ხსნის.
„ჩვენ განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ, კონკრეტული ნაბიჯები, რომელთა გადადგმაც შესაძლებელია“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, ტრამპი ფრონტზე არსებული ვითარებით დაინტერესდა. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ქვეყანა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის „დღსვე“.
„ჩვენ ველით, რომ რუსეთი დათანხმდება ამ წინადადებას. ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში.
მაგრამ ამისათვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების სურვილის სერიოზულობა, რაც სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით დაიწყება. პრეზიდენტმა ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მას სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დაეხმაროს და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ჩვენ შევთანხმდით შემდგომ კონტაქტებზე“, - განაცხადა ზელენსკიმ.