აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რობერტ ფრანცის პრევოსტს რომის პაპად არჩევას ულოცავს.
"გულითადად ვულოცავ მის უწმინდესობას პაპ ლეო XIV-ს წმინდა პეტრეს 267-ე მემკვიდრედ არჩევას. ეს კათოლიკური ეკლესიისთვის ღრმად მნიშვნელოვანი მომენტია, რომელიც განახლებულ იმედსა და განგრძობადობას სთავაზობს მილიონობით მორწმუნეს მსოფლიოს მასშტაბით. პაპობას აქვს წმინდა და საზეიმო პასუხისმგებლობა. მე და ჯანეტი ერთად ვლოცულობთ მისი უწმინდესობისთვის. დაე, მიანიჭოს სულიწმიდამ მას სიბრძნე, ძალა და მადლი ეკლესიის მწყემსობის ჟამს. აშშ წმიდა საყდართან და პირველ ამერიკელ პონტიფექსთან ჩვენი მტკიცე ურთიერთობის გაღრმავებას მოელის", - აღნიშნავს რუბიო.
კათოლიკურ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. ახალი პაპი კარდინალი რობერტ ფრანცის პრევოსტი გახდა. ის პირველი ამერიკელი პაპია რომის კათოლიკური ეკლესიის ისტორიაში. რობერტ ფრანცის პრევოსტს პაპობაში ლეო XIV ეწოდება.