გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას, რომელიც ნაციზმზე გამარჯვების 80 წლის იუბილესადმი იყო მიძღვნილი, რუსეთის ფედერაცია „ისტორიულ ტყუილში“ დაადანაშაულა.
ბუნდესტაგში ტრადიციული გამოსვლისას გერმანიის პრეზიდენტმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია ახსენა და განაცხადა, რომ კრემლი ისტორიულ ტყუილს ავრცელებს, როდესაც აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ მისი ომი „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებაა“.
„პუტინის დამპყრობლურ ომს, მის შეტევას თავისუფალი, დემოკრატიული ქვეყნის წინააღმდეგ არაფერი აქვს საერთო მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტური ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლასთან“, - ხაზგასმით აღნიშნა შტაინმაიერმა.
„მაგრამ ის ფაქტი, რომ შეერთებული შტატები, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა ჰქონდა ამ წესრიგის ფორმირებაზე, ახლა ზურგს აქცევს მას, სრულიად ახალი მასშტაბის შოკია“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში