უნგრეთი არ დაბლოკავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-17 პაკეტის მიღებას, რომელიც ოფიციალურად შესაძლოა 2025 წლის მაისში დამტკიცდეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.
ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატებმა, რომლებსაც „ევროპეისკა პრავდა“ ესაუბრა, აღნიშნეს, რომ უნგრეთის მხრიდან ვეტოს მუქარის არარსებობა საშუალებას მისცემს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტი ძალიან სწრაფად, უკვე 2025 წლის მაისში დამტკიცდეს.
„6 აპრილს, ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის შეხვედრაზე ევროკომისიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის პროექტი წარადგინა. დისკუსია საკმაოდ პოზიტიური იყო.
„როგორც ჩანს, უნგრეთი ამ პაკეტის მიღების წინააღმდეგი არ არის“, - განუცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა „ევროპეისკა პრავდას“ კორესპონდენტს.
დიპლომატმა უნგრეთის წინააღმდეგობის არარსებობის მიზეზი იმით ახსნა, რომ მე-17 პაკეტი „ძირითადად იურიდიული პირების წინააღმდეგ სანქციებს ეხება, რაც მათთვის პრობლემური არ არის“.