უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უმაღლესმა რადამ აშშ-თან იშვიათი ლითონების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა.
უკრაინასა და აშშ-ს შორის ერთობლივი საინვესტიციო ფონდის შექმნის შესახებ შეთანხმების რატიფიცირებას მხარი დაუჭირა 338-მა დეპუტატმა.
პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა უკრაინისა და შეერთებული შტატებისთვის.
„ჩვენ ველოდებით, რომ უახლოეს მომავალში დავასრულებთ ყველა ტექნიკურ სამუშაოს და დავიწყებთ თანამშრომლობის ახალ ეტაპს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან“, - აღნიშნა მან.