პაკისტანელი სამხედროების განცახდებით, ინდოეთის ძალების დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 31-მდე გაიზარდა. დაშავებულია კიდევ 57 ადამიანი. იუწყება CNN
შეგახსენებთ, გასულ ღამეს ინდოეთმა პაკისტანზე სარაკეტო იერიში მიიტანა.
ინდოეთმა განაცხადა, რომ პაკისტანში მისი სამხედრო დარტყმების სამიზნე „ტერორისტულ ინფრასტრუქტურა“ გახდა მას შემდეგ, რაც პაკისტანმა არ მიიღო ზომები პაკისტანში დაფუძნებული დაჯგუფების წინააღმდეგ, რომელმაც გასულ თვეში ინდოეთის მიერ კონტროლირებად ქაშმირში ტურისტებზე თავდასხმა განახორციელა.