გერმანიის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა თანამდებობის დასაკავებლად საჭირო ხმების რაოდენობა ვერ აიღო.
ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ბუნდესტაგში მხარი 310-მა პარლამენტარმა დაუჭირა, კანცლერობის პოსტზე დამტკიცებას კი 316 ხმა სჭირდება.
როგორც იწუყებიან, ეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ისტორიაში უპრეცედენტო სიტუაციაა. ბუნდესტაგის არჩევნებისა და წარმატებული კოალიციური მოლაპარაკებების შემდეგ, კანცლერის თანამდებობაზე დანიშნული კანდიდატის კენჭისყრა არასდროს ჩავარდნილა.
ბუნდესტაგს 14 დღეს აქვს, რათა კვლავ უყაროს მერცის კანდიდატურას კენჭი, ან კანცლერის პოსტზე სხვა კანდიდატი დაამტკიცოს.