გურჯაანში 30 წლამდე კაცი.დაჭრეს. შემთხვევა სოფელ ველისციხეში მოხდა.
ადგილობრივების თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ახალგაზრდას ცეცხლსასროლი იარაღიდან მიაყენა დაზიანება.
კლინიკის ექიმის ცნობით, 30 წლის კაცი მათთან ცეცხლნასროლი ფერდქვეშა ნაფლეთოვანი ჭრილობით შეიყვანეს. საჭირო გახდა ქირურგიული დამუშავება. დაჭრილი კაცი ამჟამად კლინიკაშია, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.