ისრაელი აცხადებს, რომ ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციების „გაძლიერებისა და გაფართოებისთვის“ ათობით ათასი რეზერვისტის გამოძახება დაიწყო.
ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) განცხადებით, რეზერვისტების გამოძახების მიზანია გაიზარდოს ზეწოლა ღაზის სექტორში მძევლების გათავისუფლებისა და მებრძოლების დამარცხებისთვის.
მათივე თქმით, არმია იმუშავებს, რათა გაანადგუროს ჰამასის მთელი მიწისზედა და მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა.
ისრაელმა და „ჰამასმა“ ვერ მიაღწიეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ახალ შეთანხმებას, რასაც 59 ისრაელელი მძევლის გათავისუფლება უნდა მოჰყოლოდა. ვარაუდობენთ, რომ ამ დროისთვის მხოლოდ 24 მძევალია ცოცხალი.
18 მარტს ღაზის სექტორში საომარი ოპერაციების განახლების შემდეგ, რითაც დაირღვა ორთვიანი ზავი, „ჰამასს“ არცერთი ისრაელელი მძევალი გაუთავისუფლებია. მას შემდეგ ღაზის სექტორის დიდი ნაწილი ისრაელის კონტროლს დაექვემდებარა, რასაც ასობით დევნილის ახალი ტალღა მოჰყვა.
ისრაელის ძალების მიერ საომარი მოქმედებების განახლების შემდეგ, საერთაშორისო ჰუმანიტარული ჯგუფები საკვების, წყლისა და მედიკამენტების სერიოზული დეფიციტების შესახებ იტყობინებიან. ისინი ისრაელის ქმედებებს „შიმშლის პოლიტიკას“ უწოდებენ, რაც ომის დანაშაულებად შეიძლება ჩაითვალოს. ისრაელი ბრალდებებს უარყოფს.
ამავდროულად, იემენში მოქმედი პროირანული ჰუსიტების ჯგუფი, რომელიც ცდილობს შეაჩეროს ღაზაში ისრაელის ოპერაცია, 4 მაისს ისრაელს აეროპორტებზე თავდასხმით მეშვეობით, „საჰაერო ბლოკადით“ დაემუქრა. იმავე დღეს, ჰუსიტების გასროლილი რაკეტა თელავივის ბენ გურიონის აეროპორტის ერთ-ერთ ტერმინალს დაეცა. მსუბუქად დაშავდა ექვსი ადამიანი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა საპასუხო ზომებს მიიღებს.
პროირანული ჰუსტიების დაჯგუფება, რომელიც იემენის დიდ ნაწილს აკონტროლებს და ფლობს ბალისტიკური რაკეტების არსენლად, რამდენჯერმა გაუშვა რაკეტები ისრაელის მიმართულებით, რომელიც წარმატებით მოიგერიეს საჰაერო თავდცავის სისტემებმა. ჰუსიტებმა ასევე მიზანში ამოიღეს არაბეთის ყურესა და წითელ ზღვაში მცურავი ხომალდები, რომლებიც მათი შეფასებით, დაკავშირებულნი იყვნენ ისრაელსა ან მის მოკავშირეებთან. ისრაელმა, თავის მხრივ, ისევე როგორც აშშ-მა დარტყმები განახორციელა იემენში ჰუსიტების ობიექტებზე.