ევროკომისარმა თავდაცვის საკითხებში ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაზარდოს უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენით.
კუბილიუსის თქმით, აშშ და ევროკავშირი ამჟამად უკრაინას სამხედრო დახმარების სახით ყოველწლიურად დაახლოებით 40 მილიარდ ევროს გადასცემენ.
თუმცა, მისი თქმით, ამ თანხების უფრო ეფექტურად გამოყენება შესაძლებელია მათი უკრაინელი მწარმოებლებისგან იარაღის პირდაპირ შეძენაში ინვესტირებით.
„თუ ტრამპი პუტინს სამშვიდობო შეთანხმების დადებაში ვერ დაარწმუნებს, ჩვენ შეგვიძლია ძალიან სწრაფად წარმოვადგინოთ მშვიდობის უფრო დამაჯერებელი არგუმენტები - უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო მხარდაჭერის მნიშვნელოვნად გაზრდით“, - წერს კუბილიუსი.
მან განმარტა, რომ უკრაინაში წარმოებული იარაღის ღირებულება ევროკავშირის ან აშშ-ის მსგავსი იარაღის ღირებულების ნახევარს შეადგენს.
ამგვარად, უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის მოცულობა შეიძლება ეფექტურად გაორმაგდეს ხარჯების გაზრდის გარეშე.
„ჩვენი მხარდაჭერის რეალური ღირებულება 80 მილიარდ ევრომდე გაიზრდება“, - თქვა კუბილიუსმა.