ისრაელური მედიის ცნობით, ისრაელის მიმართულებით იემენელთა მიერ ნასროლი ირანული ბალისტიკური რაკეტების შედეგად, ბენ-გურიონის აეროპორტში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც აეროპორტი დაიხურა.
მანამდე, იემენიდან რაკეტების გაშვების შემდეგ, ცენტრალურ ისრაელში, მათ შორის თელ-ავივში, საჰაერო განგაშის ხმები გაისმა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ის ცდილობდა იემენის „ანსარ ალაჰის“ (ჰუსიტების) მოძრაობის მიერ გაშვებული რაკეტის ჩაჭრას. თუმცა, ისრაელური მედიის ცნობით, რაკეტების 100%-იანმა ჩაჭრა ვერ უზრუნველყო ARROW-3-ისა და THAAD-ის ანტისარაკეტო სისტემებმა. რაკეტა ბენ გურიონის აეროპორტთან ჩამოვარდა. ამ დრომდე უცნობია დაზიანებისა და ნგრევის მასშტაბი.