უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან რუსეთის არმიამ დაღუპულების და დაჭრილენის სახით 950 ათასი სამხედრო დაკარგა.
ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ბრიტანული ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვის ცნობით, 2025 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში რუსეთის დანაკარგებმა, სავარაუდოდ, დაახლოებით 160 000 ადამიანი შეადგინა.
ანგარიშში ხაზგასმულია, რომ თუ დანაკარგების ეს ტემპი 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ამ წლის ბოლოსთვის დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი წინა წლებთან შედარებით ყველაზე მაღალი იქნება.
„მიუხედავად იმისა, რომ მსხვერპლის რაოდენობა 2024 წლის ბოლოს თითქმის 1600 დღიურ მაჩვენებელზე დაბალი რჩება, როდესაც რუსეთი ტერიტორიულ წინსვლას აღწევდა, კონფლიქტის საერთო კონტექსტში ის მაინც ზედა ზღვართან ახლოსაა,“- აღნიშნულია ანგარიშში.
ამავდროულად, ბრიტანეთისდაზვერვა წერს, რომ 2025 წელს, დანაკარგების მიუხედავად, რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინაში მნიშვნელოვანი წარმატების გაგრძელება.