ბრიტანეთის ანტიტერორისტულმა პოლიციამ ტერორისტული დანაშაულთან ბრძოლის ფარგლებში ხუთი ადამიანი, როგორც ირკვევა დაკავებულები „კონკრეტულ შენობაზე“ თავდასხმას გეგმავდნენ. ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.
დაკავებები შაბათს სუინდონში, ლონდონში, სტოკპორტში, როჩდეილსა და მანჩესტერში განხორციელდა.
ხუთივე პირი, მათ შორის ოთხი ირანის მოქალაქე, ტერორისტული თავდასხმის დაგეგმვაში არიან ეჭვმიტანილები.
პოლიციას სხვა დეტალებზე არ უსაუბრია.
„გამოძიება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა და ჩვენ ვეძებთ სხვადასხვა კვალიფიკაციებს, რათა დავადგინოთ შესაძლო მოტივი და დავადგინოთ, არსებობს თუ არა საზოგადოებისთვის დამატებითი რისკი ამ საქმესთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლონდონის პოლიციის კონტრტერორისტული დანაყოფის მეთაურმა დომინიკ მერფიმ.
გამოძიების ფარგლებში, პოლიცია ჩხრეკას ატარებს მანჩესტერის, ლონდონისა და სუინდონის რაიონებში არსებულ რამდენიმე მისამართზე.