ზელენსკის უნდა ესმოდეს, რომ 9 მაისს პროვოკაციის შემთხვევაში, შეიძლება კიევში 10 მაისი არ გათენდეს, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დმიტრი მედვედევმა განაცხადა. ის გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გაცხადებას, რომ „უკრაინა 9 მაისს მოსკოვში სხვა ქვეყნების წარმომადგენლების უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს“.
„მწვანე გაუპარსავმა არამზადამ თქვა, რომ სამდღიანი ზავის შესახებ პუტინის წინადადებას უარყოფს და მოსკოვში მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შეუძლია. ვინ ეძებს მის გარანტიებს? ეს ვერბალური პროვოკაციაა და სხვა არაფერი. უნდა ესმოდეს, რომ გამარჯვების დღეს რეალური პროვოკაციის შემთხვევაში, ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ კიევში 10 მაისი დადგება“, - წერს მედვედევი ტელეგრამ-არხზე.
რუსეთის პრეზიდენტმა მეირე მსოფლიო ომის აღსანისნავ დღეებში სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი მოსკოვში რამდენიმე ლიდერს უმასპინძლებს.
მოსკოვის სამდღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებაზე საპასუხოდ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის ამას დათანხმდეს, თუ ცეცხლის შეწყვეტა 30 დღე გაგრძელდება, რაც პუტინმა რამდენჯერმე გამორიცხა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ, რუსეთთან ომის გაგრძელების გათვალისწინებით, უკრაინას არ შეუძლია, გარანტია მისცეს იმ მსოფლიო ლიდერების უსაფრთხოებაზე, რომლებიც მოსკოვში 9 მაისის აღლუმზე დასასწრებად ჩადიან.