კანადის პრემიერ-მინისტრის, მარკ კარნის, პირველი ვიზიტი შეერთებულ შტატებში, სადაც ის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება, სამშაბათს, 6 მაისს შედგება. ამის შესახებ Bloomberg წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
Bloomberg-ის ცნობით, კარნისა და ტრამპის შეხვედრის დეტალები ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, ამიტომ ის ოფიციალურად ჯერ არ გამოცხადებულა.
ეს ორ ლიდერს შორის პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც კანადის პრემიერ-მინისტრის ლიბერალურმა პარტიამ 28 აპრილს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მოიგო, ნაწილობრივ ტრამპის საწინააღმდეგო რიტორიკის წყალობით, - წერს Bloomberg-ი.