თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს, ინფრომაცია მედიას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემთხვევა ზესტაფონის ქუჩაზე მოხდა. დაჭრილი ამ დროისთვის პირველ სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. 
მომხდარზე გამოძიება დაიწყო სსკ-ს 117-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.