გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. 
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის შედეგად დაშავებულია 7 ადამიანია. მათ სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნებათ.
უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. 
საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.